სოფელ თხინვალაში მოსახლეობის თხოვნით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა
პოლიტიკა - 12:44, 16 Jun, 2021     944

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომლის გასხვისებაც მოხდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა.

„სოფელ თხინვალაში გვქონდა მუნიციპალური ტერიტორია, რომლის გასხვისება მოვახდინეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო, რომ არსებულ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო სკვერი. მინდა, მადლობა გადავუხადო ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს. მისი აქტიური ჩართულობითა და ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობით, მოსახლეობასთან შედგა ხშირი კომუნიკაცია. შედეგად, ამ მუნიციპალური მიწის ნაკვეთიდან გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. აღნიშნულ ადგილას ვაკის რაიონის გამგეობა მოაწყობს სკვერს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელობის იქნება. თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამგეობას რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მზადაა, მაქსიმალური თანადგომა გამოგიცხადოთ, რომ პროექტი განხორციელდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გიორგი ანწუხელიძე სოფელ თხინვალას ხშირად სტუმრობდა, სადაც მის შვილებს სახლი დღესაც აქვთ.

„როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს - ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42