კობახიძე დღეს ზუსტად ისევე "აფუჭებს" გახარიას, როგორც თავის დროზე ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 10:50, 16 Jun, 2021     1152

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოქნების თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძის გადაყენებასა და მისი ღარიბაშვილით შესაძლო ჩანაცვლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძე ახლა ცდილობს ივანიშვილს დაუმტკიცოს მისი ერთგულება. ჭიჭინაძის შეფასებით, გახარია იძულებული გახდა, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა აეღო:

"წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის, რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება. ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა.

კობახიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა.

კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია.

ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს.

მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ.

რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა; კობახიძე - საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება" - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42