უსასტიკესი შემთხვევა – დედამ 5 შვილი აბაზანაში დაახრჩო, ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა
ეს საინტერესოა - 19:44, 15 Jun, 2021     2979

გერმანელი დედა, რომელმა 5 მცირეწლოვანი შვილი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა – დაუჯერებელი ამბის სასამართლო პროცესი დაიწყო.

გამოძიების მტკიცებით – 28 წლის კრისტიანა კ.-მ თავისი ხუთი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ასაკებიც ერთიდან 8 წლამდე მერყეობდა, ნარკოტიკებით გააბრუა, შემდეგ კი აბაზანაში ზოგი წყალში დაახრჩო, ზოგი კი გაგუდა.

შემდეგ კი დუსელდორფის ცენტრალურ ვაგზალზე გაემართა და მატარებელს ჩაუვარდა, მაგრამ ის გადაარჩინეს და სასამართლოს დღემდეც მიაღწია.

ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მისი შვილები გასული წლის სამ სექტემბერს სახლში შეჭრილმა ნიღბიანმა დახოცა. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულის არავითარი დამადასტურებელი მტიცებულება არ არსებობს.

მომხდარის მოტივად გამოძიება მიიჩნევს შემდეგ – დედა, რომელმაც სავარაუდოდ შვილები დახოცა, ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა, აღნიშნულის გამო კი დაკავებული ემოციურად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა.

გამოძიების მტკიცებით, ქალმა შვილების საუზმეში დიდი დოზით ნარკოტიკული საშუალება გაურია, რათა მათ დასძინებოდათ და მათიმ მოკვლა გაადვილებოდა.

ასევე ცნობილია, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე, ქალმა დედას უთხრა, რომ მისი შვილები გარდაიცვალნენ. ბებიამ სამართალდამცავები გამოიძახა და ადგილზე მისულებს, ბავშვები პირსახოცებში გახვეულები დახვდნენ და თითოეული მათგანი საკუთარ საწოლზე იწვა.

დედამ მოკლა 18 თვის მელინა, ორი წლის ლეონი, სამი წლის სოფი, ექვსი წლის ტიმო და 8 წლის ლუკა. ქალის უფროსი შვილი, 11 წლის მარსელი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ის მომხდარისას სკოლაში იმყოფებოდა.

იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული დამნაშავედ იქნება მიჩნეული, მას სამუდამო პატიმრობა განესაზღვრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42