თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ეხმაურება ლევან ვასაძის ულტიმატუმს.
თაბაგარი აცხადებს, რომ ეს სახელმწიფოს უმოქმედობის შედეგია. მისი თქმით, ვასაძე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.
"ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა პრაიდ კვირეულის გასაუქმებლად. ეს კაცი ღიად ძალადობდა 2019 წელს და მაშინ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. პროკურატურას საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული...
ზუსტად ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ აგერ 2021 წელსაც იგივეს აგრძელებს. ღიად ლობირებს რუსული კანონების მიღებას საქართველოში, ემუქრება კონკრეტულ ადამიანებსა და სახელმწიფოს! ეს კაცი არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ამაზე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - წერს გიორგი თაბაგარი.
მასალის გამოყენების პირობები






