კოკა ყანდიაშვილი ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადება ს,,ფეისბუქზე“ ეხმაურება.
"ვანოს ზღაპრები…. იყო და არა იყო რა…. ღამე ბოროტებმა – კეთილი ვანო ციხიდან გაიტაცეს და მთავარ პროკურორთან მიიყვანეს. მთავარმა პროკურორმა – კეთილი ვანო აკაჩავა და უკან, ციხეში დააბრუნა.
დილით კეთილი ვანო – კამერების წინ დადგა და ეს ბოროტი ზღაპარი ერს უამბო. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ეს ბოროტი ზღაპარი კეთილმა ვანომ ქუთაისში მოჰყვა – სადაც სულ შემთხვევით აღმოჩნდა მობილიზებული სრულიად „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სპიკერი….. გასაგებია – რომ გუშინ, ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის (კობა ხარშილაძის) დაკავების მერე – კეთილმა ვანომ და უკეთილესმა ნაც.მოძრაობამ გადაწყვიტეს – ბეჩავი მიშიკოს დაშანტაჟება, ან გვიშველე ან ყველაფერს ვიტყვითო.
დაიწყო…… ხერხემალი პანიკაშია….. მიშიკო გაქცეულია, ნარჩენები, “რაც უფრო დიდია ტყუილი – მით უფრო დამაჯერებელიას” პრინციპს აწვებიან….
ამასობაში ერს სულ დაავიწყდა, რომ – კეთილი ვანოს ცხოვრება უკავშირდება გირგვლიანს და ვაზაგაშვილს, რობაქიძეს და ზერიკიძეს, 7 ნოემბერსა და 26 მაისს, სისხლსა და ცოცხებს…… და ასე შემდეგ.
ჭირი იქა, ლხინი აქა…….. პ.ს. – აი, რა სიმართლესაც დღეს აზიარეთ ერი – მასე ცხოვრობდით 9 წელი და იმიტომაც დამარცხდით. რაც გინახავთ – ვეღარ ნახავთ!!!“- წერს ყანდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






