ფილიპ მორის საქართველო თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:00, 15 Jun, 2021     1384

„ფილიპ მორის საქართველო“ მრავალი წლის განმავლობაში აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ, რადგანაც ჩვენი ბიზნესი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ დაბეგრილ და აქციზური პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

„ფილიპ მორის საქართველოს“ აქვს მკაფიო ბიზნეს დამოკიდებულება თამბაქოს პროდუქციით ნებისმიერი უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ. „ჩვენი პროდუქცია იყიდება ლეგალურად იმ ბაზრებზე, რომლისთვისაც შესაბამისი თამბაქოს პროდუქტი განკუთვნილია,“ - განმარტავს იური გორდოკი, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალური მენეჯერი. იური გორდოკი აღნიშნავს, რომ „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ გაყიდულ ნებისმიერ სიგარეტის კოლოფზე ციფრული კოდია დატანილი. შესაბამისად, შესაძლებელია სიგარეტის ნებისმიერი კოლოფის მწარმოებლის დადგენა, ისევე როგორც წარმოების დროისა და მიწოდების სრული ჯაჭვის დაზუსტება.

„უკანონო ვაჭრობას არ აქვს საზღვრები და საჭიროა ეფექტური ზომები ამ საერთაშორისო საფრთხესთან საბრძოლველად, რაც წარმოადგენს ფილიპ მორის ინთერნეიშენალის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს, რადგანაც ეს საფრთხე ძირს უთხრის ჩვენს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის მიღწევისაკენ - მომავლისა, ტრადიციული სიგარეტების გარეშე“, - აცხადებს ალვის გიუსტინიანი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის უკანონო ვაჭრობის პრევენციის ვიცე-პრეზიდენტი.

ეფექტური რეგულაციები და მათი აღსრულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია თამბაქოს უკანონო ვაჭრობასთან საბრძოლველად. რეგულაციები, პროგნოზირებად სააქციზო პოლიტიკასთან კომბინაციაში, ხელს უწყობენ უკანონო ვაჭრობის შემცირებას, სახელმწიფო შემოსავლების ზრდასა და ლეგალური ბაზრის სტაბილიზაციას.

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას განვიხილოთ ზემო აღნიშნული მზარდი პრობლემა, რომელიც საქართველოში თამბაქოს უკანონო ვაჭრობას შეეხება, ისევე როგორც გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაანალიზოთ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის სრულად აღმოსაფხვრელად.

საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია რაც ბიზნეს საზოგადოების აქტიური წარმომადგენელი და ამავდროულად, ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი ვართ. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო გამოწვევისა, ჩვენ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ერთგულნი დავრჩით და გასულ წელს, ოფიციალურად წარვადგინეთ კომპანიის უკვამლო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულმა პროექტმა საქართველოს ეკონომიკას და საბიუჯეტო შემოსავლებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, რადგან აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას მოიცავდა,“- განაცხადა იური გორდოკმა.

პარლამენტში გამართულ დისკუსიებზე რამდენიმე დაუსაბუთებელი სპეკულაცია გაჟღერდა ჩვენი კომპანიის მიმართ. მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები ნეგატიური გზავნილია ქვეყანაში მოქმედი ინვესტორებისთვის და ამავდროულად, ხელს უშლის პოტენციური ინვესტიციების მოზიდვას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების შედეგად კი ქვეყანა მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობებს კარგავს.

„ფილიპ მორის საქართველო“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, დასაბუთებული, ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსიის მომხრე ვართ. შესაბამისად, კომპანიის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, „ფილიპ მორის საქართველო“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ, საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა დაიცვას საკუთარი უფლებები, ინტერესები და ბიზნეს რეპუტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42