2018-2021 წლებში თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა
პოლიტიკა - 10:33, 15 Jun, 2021     941

2018-2021 წლებში, თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან რამდენიმე განსაკუთრებული პროექტის შესახებ ისაუბრა.

„გამორჩეული პროექტია კარტოზია - ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე აქ გვქონდა მუდმივი პრობლემა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, აქ პრობლემა აღარ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე განათების სისტემა და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქალაქისთვის, ვიზუალური თვალსაზრისით. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი, რომელსაც ანალოგიური შედეგი მოჰყვა, რაც ცინცაძე-კარტოზიას პროექტს. აქაც მუდმივად იყო საცობები, რაც შემდეგ უკვე გელოვანის გამზირზეც ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა მოხსნილია.

რაც შეეხება ხიდების რეაბილიტაციას, ერთ-ერთი იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ამ ხიდზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო. იყო ორი გზა - ან უნდა დაგვეწყო სასწრაფო რეაბილიტაცია, ან მთლიანად უნდა ჩაგვეკეტა მოძრაობა. საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტი იყო, მაგრამ კომპანიამ ამ სამუშაოებს კარგად გაართვა თავი.

ასევე, განხორციელდა სარაჯიშვილის გამზირზე, მდ. გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია, თუმცა, შეიძლება ითქვას, ძველი ხიდიდან თითქმის არაფერი დარჩენილა და პრაქტიკულად, ახალი ხიდი აშენდა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გზაგამტარის მშენებლობა. მნიშვნელოვანი პროექტია ზემო და ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან მათ ერთმანეთთან მისასვლელად 7 კილომეტრის გავლა ჭირდებოდათ, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციაზე. მისივე თქმით, ეს საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო, თუმცა, ბოლო წლებში, ამ მიმართულებით 58 პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებში წყალარინების ცენტრალურ ქსელს მიუერთდა 1 800-მდე ოჯახი, ხოლო წყალგაყვანილობის ქსელი 1 200-მდე აბონენტთან შეიყვანეს.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, 383 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი. მისივე თქმით, ამ პროექტებს შორის, გამორჩეულია შეშელიძის ქუჩაზე არსებულ, დამეწყრილ უბანზე ჩატარებული სამუშაოები, რისთვისაც 21 მლნ ლარი დაიხარჯა.

„მეწყრული უბნის ზედა ნაწილში არის სამი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ევაკუაციის პირას იყო. რომ არა სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებული სამუშაოები, სამივე კორპუსიდან მოგვიწევდა მოსახლეობის გაყვანა. დღეისათვის აქ არანაირი რისკი არ არის და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, გამაგრების სამუშაოები 355 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი 62 მსგავსი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42