NATO: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
პოლიტიკა - 20:53, 14 Jun, 2021     1424

ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) სამიტი გაიმართა. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იყო. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის ტერიტორიულ სუვეტენტიეტს და რუსეთს აგრესიის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი სამოქმედო გეგმით (MAP), რომელიც პროცესის განუყოფელი ნაწილია; ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარეშე ჩარევისგან თავისუფალმა", - წერია კომუნიკეში.

ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და შევიწროება საქართველოს მოქალაქეების მიმართ"

კომუნიკეში საუბარია იმაზეც, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ამავდროულად, ორგანიზაცია მიესალმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების გაფორმებას და ელის მის სრულ იმპლემენტაციას.

„საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მხრიდან მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ, და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის განსახორციელებლად. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გამყარების, ტრენინგებისა და წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს" -ვკითხულობთკომუნიკეში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42