ყოფილი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი, რომელმაც თანამდებობა 22 აპრილს დატოვა აცხადებს, რომ "რამდენიმე თვეა უკვე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს და ღამის 3-4 საათზე უბნებში ძალიან ხშირად შეხვდებით გარჩევებს, ჩხუბს, ქუჩურ ურთიერთობებს და ა.შ.".
მისივე თქმით, პოლიცია სათანადოდ ვერ რეაგირებს.
"რამდენიმე თვეა უკვე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს და ღამის 3-4 საათზე უბნებში ძალიან ხშირად შეხვდებით გარჩევებს, ჩხუბს, ქუჩურ ურთიერთობებს და ა.შ.
ფაქტია, რომ პოლიცია სათანადოდ არ და ვერ რეაგირებს და ამაზე ძალიან ბევრი მოქალაქისგან მომისმენია უკმაყოფილება. მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, ხალხს შეზღუდული აქვს ყველაფერი, მაგრამ ქუჩაში ვხედავთ, რომ ეს ქუჩური მენტალიტეტი მშვენივრად გრძნობს თავს. ღამის საათებში, კომენდანტის საათის დროს მიდის ქუჩური გარჩევა და ასეთ დროს პოლიცია სად არის? სამწუხაროდ, არ არის. არაეფექტიანია სახელმწიფოს მიდგომა ამ მიმართულებით", - ამბობს დათუკიშვილი "ფორმულას" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






