"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე , რიტორიკას არ ცვლის და ისევ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს არსად, მხარს არ დაუჭერს.
როგორც თავად განმარტავს, სანამ არ დავანგრევთ პარადიგმას, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობაა" მანამდე ყოველთვის წავაგებთ.
მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის" მიზანია გამარჯვება და არა, "სადმე თბილად მოკალათება".
"არცერთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოყენებულ კანდიდატს არცერთ რაიონში მერობაზე არ დავუჭერთ მხარს, იმიტომ, რომ ეს არის წაგების ფორმულა. სანამ არ დავანგრევთ პარადიგმას, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობაა" მანამდე ყოველთვის წავაგებთ. ასე არ არის, არ ვარ მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჩვენ ვართ "სტრატეგია აღმაშენებელი" და ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ და არა ის, რომ სადმე თბილად მოვკალათდე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






