"კოდი შესაძლებელია საშიში იყოს..." - პროგრამისტი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე
სამართალი - 12:50, 14 Jun, 2021     3002

გაურკვველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმე თავდაყირა დგება , ცნობილი ხდება ახალი დეტალები და ფაქტები, რაზეც პროგრამისტი , გიორგი ქართველიშვილი , განმარტებას აკეთებს.

ქართველიშვილის თქმით, არსებობს პლატფორმები, რომლითაც შესაძლებელია გაკეთდეს კოდი, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადამიანის საბანკო და პირად ინფორმაციაზე წვდომა.

გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ პლატფორმაზე შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს იმ პირებისთვის, ვინც ამ კოდს იყენებენ. შესაბამისად, მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა კავშირი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ე.წ. ფიშინგთან.

"პლატფორმა საშიში არ არის, მაგრამ ამ პლატფორმაზე შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე გააჩნია, ვის მიერ იქნება და როგორ იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, ბაჩალიაშვილი კონტრიბუცია ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და რამდენად შესაძლებელია ამის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, ეს დასადგენია",-თქვა გიორგი ქართველიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42