ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მოსმენა გაიმართოს
პოლიტიკა - 12:37, 14 Jun, 2021     886

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს - საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დასვა.

"ვფიქრობ, კომიტეტმა უახლოეს მომავალში უნდა ჩანიშნოს მოსმენა, რაც შეეხება ნინოწმინდის პასნიონატში შექმნილ ვითარებას და ზოგადად, ამ მიმართულებით რა ვითარება გვაქვს. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კარგი იქნებოდა კომიტეტის სპეციალური სხდომა მოგვეწვია, რომ ამ საკითხში ძალიან საფუძვლიანად ჩაგვეხედა, ყველა ასპექტი შეგვესწავლა კომიტეტის სხდომის ფარგლებში. თუ გნებავთ ოფიციალურად შემიძლია მოგმართოთ წერილობითი წინადადებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის ამ წინადადებას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, "ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა უპასუხა და განაცხადა, რომ თუ კომიტეტის წევრები მზაობას გამოთქვამენ, საკითხზე მსჯელობის გამართვა იქნება შესაძლებელი:

"ნინოწმინდის საკითხში პირველივე დღიდან განათლების და მეცნიერების სამინისტრო, კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ბექა დავითულიანი აქტიურად არიან ჩართულები. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და გავაკეთოთ ეს მოსმენა, თუ კომიტეტის წევრებიც თანახმა იქნებიან. ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა, კომიტეტი ამ საკითხებში თავიდან ბოლომდეა ჩართული“, - განაცხადა ამილახვარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42