ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საქმეზე განახლდეს გამოძიება და გაეცეს კითხვებს პასუხი - ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი
სამართალი - 12:35, 14 Jun, 2021     1218

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვენ - მათი თქმით, "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ ისეთი გარემოებები გამოიკვეთა, რითიც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

"საგამოძიებო უწყება საზოგადოებას აწვდიდა იმ მტკიცებულებებს, რაც მას სჭირდებოდა თავისი ვერსიის დასადასტურებლად. ჩვენ ვნახეთ გუშინ სხვა ჩანაწერებიც სადაც სულ სხვა სახით ვნახეთ ბაჩალიაშვილი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე განახლდეს გამოძიება, დაინტერესდეს ხელისუფლება, ის უწყებები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ და დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, ბანალური თვითმკვლელობა და უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი", - თქვა ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა.

ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია და კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გაეცა, გამოტოვა.

"საქმე დაიხურა, რადგან ჩვენ სრული წვდომა არ გვქონოდა იმ მასალაზე, რა მასალაც ჰქონდა გამოძიებას", - თქვა მან.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42