ზაზა გახელაძის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილს ვადას აძლევენ, წამზომი ჩართულია - მათი თქმით, თუ ზაზა 23 ივნისამდე ,ამ დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, არ გათავისუფლდება, უწყვეტ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.
მისი ცოლი, ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ პრემიერმინისტრთან მათი შეხვედრის შემდეგ ერთ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
გახელაძეები ამბობენ, რომ სომეხი ტყვეების გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევა დასაფასებელია, თუმცა, ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებზეც უნდა იზრუნოს.
"პრემიერმინისტრი დაგვპირდა, რომ მაისის ბოლოსთვის შედეგს დადებდა და ეს შედეგი იქნებოდა ზაზას გათავისუფლება, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოვითხოვთ, საქმეში ჩაერთონ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლებაში. იქნებ ეს ფორმატი ზაზასთანაც ამოქმედდეს, რომ დროულად გათავისუფლდეს". - ამბობს ირმა ბუთხიზი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






