შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 300 ლარად 10 მობილური ტელეფონის შეძენას აპირებს. ამისათვის თანხა 2014 წლის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. შესაბამისი ტენდერი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
სატენდერო პირობებში მითითებული არ არის, თუ რომელი ფირმის უნდა იყოს მობილური. ჩამოთვლილია პარამეტრები, რომლებსაც ტელეფონი უნდა აკამყოფილებდეს. მობილურები უნდა იყოს შავი, მეხსიერება არანაკლებ - 16GB , სიმაღლე - 123.8 მმ, სიგანე - 58.6 მმ, სისქე - 7.6 მმ. ჩამოთვლილი მოთხოვნების მიხედვით, ტელეფონი მაღალი დონის ტექნიკური მონაცემებით უნდა იყოს აღჭურვილი.
დღესვე სამინისტრომ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, გარდა აღნიშნული 10 მობილურისა, სამინისტრო გეგმავს 70 ტელეფონის შეძენას, რისთვისაც 11 450 ლარს დახარჯავს. ორივე ტენდერზე განაცხადების მიღება 19 დეკემბერს იწყება და 23 დეკემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






