კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ტრავმატოლოგიური პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით თბილისის გარდა, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში 16 ფილიალითაა წარმოდგენილი. ,,ახალი ხედვის” ტრავმატოლოგიური მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიური ბრენდების სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების პროდუქციას აერთიანებს. კომპანია აქტიურად მუშაობს, როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით.
რომელ ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს გთავაზობს კომპანია „ახალი ხედვა“?
„ახალი ხედვის“ ტრავმატოლოგიური პროდუქტები მაღაზიებში ოპტიმალურ ფასადაა ხელმისაწვდომი. ახლა განვიხილოთ ტრავმატოლოგიური დანიშნულების რომელი პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ კომპანიის საფირმო მაღაზიებში?
❖ ფიქსატორი - უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ის განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მკურნალობისა და ტრავმის შემდგომი მდმარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.
● მხრის ფიქსატორები კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის, ართროზის, ართრიტის, მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს ინიშნება.
● კისრის ფიქსატორები ოსტეოქონდროზის, კისრის არეში მალთაშუა დისკის თიაქრისა და კიდევ არაერთი პათოლოგიის დროს გამოიყენება.
● მუხლის ფიქსატორი სახსარს დაზიანებისგან იცავს და რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს.
● იდაყვის ფიქსატორი კი სითბოს ინარჩუნებს და სახსარში ტკივილსაც ამცირებს.ზოგიერთი მათგანი ეპიკონდილიტის დროს ინიშნება.
“ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია წელის, კოჭის, თითის, სხივ-მაჯის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებიც.
კომპანია, ტრავმატოლოგიის მიმართულებით მომხმარებლებს ასევე სთავაზობს:
❖ ჭანჭიკებსა და ფირფიტებს - ეს არის საოპერაციო მასალა, რომელიც დამსხვრეული, გატეხილი ძვლის შეერთებისთვისა და აღდგენისთვის გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი ნახევრად დახრახნილია, ზოგი კი მთლიანად. პროდუქტი განკუთვნილია სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის: სხივ-მაჯა, მცირე წვივი, ქუსლი, ლავიწი, ბარძაყი და სხვა.
კომპანია „ახალი ხედვის“ უპირატესობები
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანია სამედიცინო საშუალებების იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის მიზანია, დაგროვილი ცოდნა და პროფესიონალიზმი მომხმარებლის სურვილებს მოარგოს და მათი ინტერესები გაითვალისწინოს. „ახალი ხედვა“ სამედიცინო სფეროს მიმართულებით ეტაპობრივად ნერგავს იმ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც თითოეული ჩვენგანის კომფორტული ცხოვრების შექმნაზეა ორიენტირებული და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.
მასალის გამოყენების პირობები