"ამ ბოიკოტში არაფერი საშიშროების შემცველი და არაფერი აგრესიული არ იყო. ოპოზიცია ასე ესაუბრებოდა თავის ამომრჩეველს. ოპოზიციას ასე უნდოდა დაენახვებინა თავისი ამომრჩევლისთვის თავისი პრინციპულობა და მიუღებლობა. რატომ გახდა ნომერი პირველი საკითხი ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ეს ბოიკოტი დამთავრებულიყო, არ ვიცი. რა ხდებოდა ამით?! ლარის კურსზე მოქმედებდა თუ ბენზინის ფასი ძვირდებოდა?
გაუგებარი იყო ასეთი ინტენსიური სურვილი, რომ დამთავრებულიყო ბოიკოტი. მაგრამ, ეს უკვე წარსულის საქმეა. ბოიკოტი დამთავრდა, პოლიტიკაში მნიშვნელობა არ აქვს, როცა რაღაც მოხდა - ის მოხდა. დღეს ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დაფიქსირდა ახალი პოლიტიკური მიზანი და ეს პოლიტიკური მიზანი არის ძალიან ნათელი: რეფერენდუმი ქართულ დემოკრატიაზე. დაიდო თამაშის პირობა და რეფერენდუმზე ეს 43% უნდა იყოს დაძლეული ოპოზიციის მიერ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






