გული არის ორგანო, რომლის სრულფასოვან მუშაობაზეცაა დამოკიდებული მთელი სხეულის სწორი და ჯანსაღი ფუნქციონირება. გულის შეტევა სერიოზული დარღვევაა, რომლის დროსაც აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი ჩარევა. ამ პრობლემას, ხშირ შემთხვევაში, გულში სისხლის დეფიციტი იწვევს, რომლის დროსაც ზიანდება გულის ის ადგილები, რომელთაც გამოკვება სჭირდება, ეს კი სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.
გულის შეტევის დროს ადამიანი მკერდში ძლიერ ტკივილებს შეიგრძნობს, რთულდება სუნთქვა და მას ცუდი განწყობა ეუფლება. ამათან, გულის შეტევას შეიძლება უფრო სუსტი ნიშნებიც ჰქონდეს, რისი ერთერთი მაგალითიც თითების ფერია.
როცა ხელის თითებს აქვს მოლურჯო-იისფერი შეფერილობა, ეს გულის შეტევის ერთ-ერთი პირველი გამაფრთხილებელი სიგნალია.
სიცივის გამო თითების გალურჯება ნორმალური მოვლენააა, მაგრამ, თუ სილურჯე თითებს თბილი ამინდის პირობებშიც აქვს, ეს შეიძლება სერიოზული დარღვევის, მაგალითად, ჟანგბადის დეფიციტის ნიშანი იყოს, რამმაც გულის შეტევა და მიოკარდიუმის ინფარქტიც გამოიწვიოს, - აცხადებენ ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები






