რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა NBC News-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - ამის შესახებ ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე ისაუბრა.
ინტერვიუში პუტინმა ამერიკის ყოფილი მოქმედი პრეზიდენტები ერთმანეთს შეადარა.
მისი თქმით, ტრამპი ექსტრაორდინალური პიროვნება და ნიჭიერი ადამიანი იყო
"ის "ფერადი ინდივიდია", რომელიც არ იყო ამერიკული ისტაბლიშმენტიდან წამოსული. მანამდე ის დიდი პოლიტიკის ნაწილი არ ყოფილა და ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ეს ფაქტია",- აღნიშნა პუტინმა ტრამპზე საუბრის დროს.
ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენს პუტინმა კარიერული პოლიტიკოსი უწოდა.
"მან პრაქტიკულად მთელი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია და ამაში არის გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები“, – ამბობს პუტინი.
ჟურნალისტიკის კითხვაზე, პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, რომელთა მკვლელობაში კრემლს ადანაშაულებენ, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სხვადასხვა საბაბითა და მიზეზით, "თავდასხმებს მიეჩივია და არც ეს არ უკვირს"
პუტინი და ბაიდენი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






