"ქართული ოცნების" წვერი, ირაკლი ზარქუა, აფასებს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როცა მიმდინარე პლენარულ სხდომაზე აქტივისტმა დეპუტატებს ფურცლები გადმოაყარა და თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უნდა განიხილავდნენ.
ზარქუას შეფასებით, ეს იყო უბრალოდ იაფფასიანი მცედელობა ყურადღების მისაქცევად:
"არ ვიცი, რა გადმოიყარა და როგორ, ეს უბრალოდ იაფფასიანი რაღაც მცდელობა იყო, რომ ყურადღება მიექციათ ასე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნინოწმინდის თემა არის პრობლემური, იცით, რომ ჩვენი კოლეგებიც იყვნენ ჩართულნი, სხვა ორგანიზაციებიც და რამდენადაც ვიცი, პროცესი მიდის, რომ განიმუხტოს სიტუაცია და რაც მთავარია, ბავშვების უფლებები იყოს დაცული. ამის იქით ვერ წავალ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია" , - განცხადა ზარქუამ.
მასალის გამოყენების პირობები






