საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
პოლიტიკა - 17:54, 11 Jun, 2021     924

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა დეკლარაციით დაადასტურეს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები;

ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას; ასევე, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებზე დაყრდნობით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის აუცილებლობას, აღნიშნეს რა საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა;

პრეზიდენტები დეკლარაციით მიესალმნენ საქართველოს პროგრესს მის ევროპულ გზაზე, რომელიც მოიცავს ასოცირების შეთანხმებას/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას;

პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები წარმოადგენენ რეფორმების გეგმას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის შიდა ბაზარზე;

ხაზი გაუსვეს რეფორმების გზის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში, კერძოდ ზომები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის რეფორმები, მათ შორის საარჩევნო რეფორმები;

პრეზიდენტები შეთანხმდნენ საერთო ძალისხმევის გაძლიერებაზე იმისათვის, რომ წინ წაიწიოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საბოლოო იმპლემენტაციის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42