საგარეო ვალი წელს 30 მილიარდს გადააჭარბებს, ეს საგანგაშოა და მიანიშნებს გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობაზე - ბაჩუკი ქარდავა ფინანსთა მინისტრს
პოლიტიკა - 15:34, 11 Jun, 2021     1128
პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" წევრმა ბაჩუკი ქარდავამ მინისტრს სახელმწიფო ვალის შესახებ დაუსვა კითხვა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საკმაო დიდი რაოდენობით დაგროვდა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მისი მოცულობა კიდევ უფრო მატულობს. ქარდავას თქმით, სახელმწიფო ვალის დაუსრულებელი ზრდა მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება:

"ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებულ უამრავ პრობლემებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული, რომელიც სამწუხაროდ მომავალ თაობებს ტვირთად დააწვება, არის სახელმწიფო ვალის დაუსრულებელი ზრდა, ვალების ზრდის საქმეში ხელუსუფლება მართლაც რომ დაწინაურდა და 2012 წლიდან, მგონი არ ვცდები, სახელმწიფო ვალი გაასამაგდა! ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის ნახევარი, არც მეტი არც ნაკლები, 8 მილიარდი ვალით იყო დაფინანსებული! რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტს 22 მილიარდით იზრდება საგარეო ვალდებულებები, ხოლო წლის ბოლოს 30 მილიარდ ლარს გადააჭარბებს! დამერწმუნეთ ეს ინფორმაცია საგანგაშოა და მარტივად მიანიშნებს ქვეყანაში გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობაზე , მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, მაინტეტესებს, როდემდე აპირებთ სახელმწიფო ვალის ამ ტემპით ზრდას და რაც მთავარია, მოდით მსუბუქად ვიტყვი, არაეფექტურ ხარჯვას?! ასევე მინდა მოვისმინო თქვენგან, გაქვთ თუ არა გეგმაში ვალდებულებების ზრდა იმაზე მეტად, ვიდრე წარმოდგენილია?! როგორ აპირებთ ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ზღვრულ მოცულობაში დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ არც ეკონომიკური ზრდა იქნება 2021-ში 5 პროცენტიანი და ვალიც 30,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს?!" - მიმართა ქარდავამ ხუციშვილს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42