პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრები ისე დასრულდა, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივისთვის კენჭი არ უყრიათ.
საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა 11 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი პლენარული სხდომის წამყვანს, პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას არ განუმარტავს..
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ამ მიმართულებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
საკანონმდებლო პაკეტი “ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






