"არავის წინაშე არასდროს დაიჩოქებს" - "ასეტრინა უმცროსს" "კანონირი ქურდობისთვის" 10 წელი მიესაჯა
კრიმინალი - 02:12, 12 Jun, 2021     5463

სარატოვის ოლქის სასამართლომ სერგეი ასატრიანს ("ასეტრინა უმცროსი"), ცნობილი "კანონიერი ქურდის" ედუარდ ასატრიანის ("ედიკ ტბილისსკი", იგივე "ასეტრინა უფროსი") შვილს 10 წელი მიუსაჯა. განაჩენს საფუძვლად ე.წ. "ანტიქურდული კანონი" დაედო, რომელიც პუტინმა 2019 წელს მიიღო.

პროკურატურის ცნობით, "ასეტრინა უმცროსი" 2008 წელს მოსკოვის ერთერთ რესტორანში "აკურთხეს ქურდად". ის მაშინ 22 წლის იყო. მან ქურდულ სამყაროში გავლენის ასამაღლებლად რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ის დააპატიმრეს, თუმცა, "როგორც კანონიერი ქურდი, ის თავის "მოვალეობას" ციხეშიც ასრულებდა - ანიჭებდა "მაღალ ქურდულ სტატუსებს", ანაწილებდა გავლენის სფეროებს", - ნათქვამია განაჩენში.

სასამართლოზე ასატრიანს განემარტა, რომ "კანონიერი ქურდობისთვის" მას მკაცრი სასჯელი ეკუთცნოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა მან სტატუსზე უარი არ განაცხადა და დაადასტურა, რომ კრიმინალური სამყაროს მაღალ იერარქიას მიეკუთვნება.

სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლო სხდომაზე "ასეტრინა უმცროსის" ტატუც განიხილეს. კრიმინალური ექსპპერტებმა მისი ტატუების მიხედვით სასამართლოს მოახსენეს, რომ ტატუ "ობობა, რომელიც ზემოთ მიცოცავს" იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ მისი მფლობელი პროფესიონალი კრიმინალია და თავის საქმიანობიუს გაგრძელებას აპირებს, ხოლო რვაქიმიანი ვარსკვლავი ობობას მუცელზე და მის მუხლებზე, იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი "არავის წინაშე არასდროს დაიჩოქებს".

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათი წლიდან ასატრიანი 5 წელს ციხეში, ხოლო შემდგომ 5-ს - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42