ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალ ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ საკანონმდებლო ორგანო - ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას
პოლიტიკა - 15:53, 10 Jun, 2021     1218

პარლამენტში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა და ის პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

კანონპროექტს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის მიმართ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო:

"მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა აიძულა ოპოზიცია შესულიყვნენ პარლამენტში, ახალი ტალღაც რეპრესიების დაუყოვნებლივ დადგა: სასამართლო პროცესები განახლდა, მიიღეს კანონები ამნისტიის, მოსამართლეების დანიშვნის და სხვა და სხვა და გემრიელი ლუკმა ჩვენი სახით შემოინახა და ამის თაობაზე მოგახსენებთ ახლა.

ვერნაირმა ზეწოლამ ვერ აიძულა „ლეიბორისტული პარტია“ შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული უზურპირებული ძალაუფლება. სასჯელმაც არ დააყოვნა, ამ წუთში პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტობრივად, „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა მილიარდერმა, 20 ათასი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის, იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით „ლეიბორისტული პარტია“ დაასრულებს, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას. იმავდროულად, მე მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალ ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი. მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორის ამ ხელშეკრულების, დაადე ვეტო აღნშნულ კანონპროექტს, თუ ის იქნება მიღებული. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას, რომელიც არის ჩვენგან მოპარული და თქვენთან გამოტანილი", - განაცხადა ნათელაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42