იურიდიულ საკითხთა კოიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ენმ-ს წევრს აკაკი მინაშვილს მიმართა და ურჩია, რომ კობახიძის წიგნების კითხვა გაეგრძელებინა. ოხანაშვილის თქმით, ასე კონსტიტუციური სამართლისა და ადამიანის უფლებებში კვალიფიკაციას აიმაღლებენ:
"კარგია, ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ეს კარგია. ბატონმა ირაკლიმ როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოხვიდოდით, შეგისრულათ და შემოხვედით, ასე შეისრულეთ მისივე ციტატით თქვენთვის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ, დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწყდება. კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. გააგრძელეთ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა, უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში", - მიმართა ოხანაშვილმა კოლეგას.
მასალის გამოყენების პირობები






