ბიუჯეტიდან სასულიერო პირების პირად ანგარიშებზე გადარიცხული თანხა
საზოგადოება - 17:05, 17 Dec, 2013     3855

საქართველოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციიდან დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართმადიდებლური ეკლესია იღებს, კანონმდებლობის მიხედვით კი, სახელმწიფო ვალდებულია რელიგიურ ორგანიზაციებს ხელი შეუწყოს არსებობაში, რაც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ დახმარებასაც.

შესაბამის უწებებში აცხადებენ, რომ დაფინანსებას მხოლოდ მართლმადდებელი ეპარქიები ითხოვენ და გახარჯული თანხების აღრიცხვის დოკუმენტის მიწოდება შესაბამისი უწყებებისთვის ხშირ შემთხვევაში, პრობლემაა.

„გურია ნიუსმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფგამგეობიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია, თუ რა ოდენობის თანხა გამოეყო ეპარქიას 2007 წლიდან დღემდე. გამგეობიდან მათ მიიღეს მხოლოდ გაცემული თანხების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო დოკუმენტი, თუ რაში დაიხარჯა გაცემული თანხები, წარმოდგენილი არ არის.

,,წლის დასაწყისში მეუფე გვწერს, თუ რა რაოდენობის თანხა სჭირდება, ისე ვსვამთ ბიუჯეტში.“- აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ზურაბ ჩანტლაძე გამოცემასთან საუბრისას.

ამ დოკუმენტების თანახმად, ოზურგეთის გამგეობის ბიუჯეტიდან შემოქმედის ეპარქიას 2007 წელს 17 ათასი ლარი ჩაერიცხა , 2008 წელს -102 ათას 100 ლარი, 2009 წელს -81 ათასი ლარი, 2010 წელს-63 800 ლარი, 2011 -60 ათასი ლარი, 2012 წელს- 55 ათასი, 2013 წელს- 45 ათასი ლარი.

ამას გარდა, „გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ თანხა სასულიერო პირების პირად ანგარიშებზეც ირიცხებოდა:

"2010 წელს მამა ანდრიას პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ოდენობა, გამგეობის მიერ მოწოდებული ბრძანებების თანახმად, 20 000 ლარს სცილდება. მიმდინარე წელს ზაზა ურუშაძის N588 ბრძანების თანახმად "რელიგიის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან" 1 999 ლარი წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ფიზიკური პირის - ზაზა ჟღნეტის (მამა საბა) ანგარიშზე გადაირიცხა. ბოლო წლების დოკუმენტაციის თანახმად, მამა საბას პირად ანგარიშებზეც სოლიდური თანხებია გადარიცხული", - წერს გამოცემა.

ეპაქიაში კი განმარტავენ, რომ მათ ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვთ და თანხა ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციას ხმარდებოდა და ხმარდება. გამოცემის ცნობით, სხვა მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს არასოდეს მიუმართავთ თანხის ჩარიცხვის თხოვნით ადგილობრივი გამგეობისთვის, თუმცა როგორც გამგეობაში აცხადებენ, მათ ამის უფლება აქვთ და თუ წლის დასაწყისში სხვებიც მიმართავენ თანხას აუცილებლად გამოუყოფენ.გარდა ამისა, გაცემული თანხისა და ბიუჯეტში ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხების ოდენობა ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს. ოზურგეთის გამგეობამ ,,გურია ნიუსს“ ვერ მიაწოდა დოკუმენტაცია, თუ რაში დაიხარჯა გადარიცხული თანხები.

მომზადებულია "გურია ნიუსის" სტატიის მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42