ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირებისას 17 წლის მოზარდი დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია SKNEWS ავრელებს.
გავრცელებული ცნობით, მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული:
„პატარებს შორის იყო ჩხუბი, დაახლოებით ორი დღის წინ, ღამე მოხდა და ამიტომ ბევრმა არ იცის ეს ამბავი. როგორც გავიგეთ ეს ბიჭი გასაშველებლად მისულა და მაშინ დაჭრეს“, - აცხადებს ადგილობრივი..
ჩდაჭრილ არასრულწლოვანს ოპერაცია ახალქალაქის კლინიკაში გაუკეთეს. მისი მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მძიმე იყო.
„ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი, ღვიძლის დაზიანებით და ასევე ჰქონდა ჰემორაგიული შოკი. ოპერაცია ჩაუტარდა წარმატებით და გადაყვანილია თბილისში, სამი ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა ალექსანდრ თოროიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისიტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები