სახელმწიფოს ბიუჯეტი ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ - ანა წითლიძე პარტიების დაფინანსების შესახებ ოცნების პროექტზე
პოლიტიკა - 14:41, 10 Jun, 2021     1011

ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების შესახებ ოცნების პროექტს განიხილავენ, უმრალვესობის დეპუტატებს მიმართა და უთხრა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი ბიძინას ყულაბა არ არის და მათი სურვილებისამებრ ვერ გადანაწილდება.

წითლიძემ კანონპროექტს პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია უწოდა:

„მე არ გკითხავთ რა სამართლებრივი საფუძვლები აქვს ამ კანონპროექტს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკურ სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც თავისი სულისკვეთებით შეშურდებოდა თვით სტალინს და ბერიასაც კი. ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევით ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიასთან მიმართებაში ისედაც არათანაბარი დაფინანსებით არიან. რატომ? - კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: თქვენი რეპრესიული პოლიტიკის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიზნესმენებს უჭირთ, სამაგიეროდ, თქვენი შემომწირველები არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის ხარჯზე იგებენ ტენდერებს და შემდეგ კლასიკური კორუფციით ხდებიან თქვენი ე.წ. შემომწირველები. თქვენ გავიწყდებათ, რომ ძალიან მალე ოპოზიციაში უნდა იყოთ და ეს ცვლილებები თქვენივე თავსატეხი იქნება საბოლოოდ. თქვენ რომ მართლა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტია იყოთ, კი არ უნდა ცდილობდეთ დაფინანსება შეუწყვიტოთ პოლიტიკურ პარტიას, პირიქით, უნდა ცდილობდეთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკური ველი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისთვის. და საერთოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტი თქვენ ბიძინას ყულაბა ნუ გგონიათ, როგორც გინდათ ისე გადაანაწილებთ, ეს არის საქართველოს მოქალაქეებით შევსებული ბიუჯეტი და საქართველოს მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ რომელი პოლიტიკური პარეტიის გადაწყვეტილებას დაუჭირონ მხარი. რაზე ვმსჯელობთ საერთოდ აქ, როცა ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი პრობლემები - ეკონომიკური სტაგნაცია, გაუფასურებული ლარი. იცით თუ არა უმრავლესობის წევრებმა რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას? ეს არის საკითხები, რომელზეც უნდა ვმსჯელობდეთ და არა ამ სადამსჯელო ოპერაციაზე, რომელსაც აქ ატარებთ“, - განაცხადა წითლიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42