დიაბეტის 8 საწყისი სიმპტომი
ეს საინტერესოა - 17:04, 17 Dec, 2013     32011

დიაბეტი შეიძლება არ გამოვლინდეს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე, ზოგჯერ მისი არსებობის არანაირი სიმპტომი არ არსებობს და ის მხოლოდ ექმითან შემთხვევითი ვიზიტის დროს გამოვლინდეს. თუმცა არსებობს გარკვეული მსგავსი ნიშნები. მათი გამოხატვა დამოკიდებულია ინსულინის გამომუშავების შემცირების ხარისხზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე და დაავადების ხანგრძლივობაზე. როგორც ყველა დაავადების სამკურნალოდ, აქაც მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპებზევე დადგინდეს დაავადება, რაშიც შემდეგი სიმპტომების არსებობა დიდ როლს თამაშობს:

1. მხედველობის გაუარესება

დიაბეტის გავლენით თვალები ხშირად ავადდებიან. ორგანიზმში შაქრის დონეები ცვლილება თვალის ლინზის შეშუპებას იწვევს, რაც გავლენას ახდენს მხედველობასა და სხვა თვალებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

2. უეცარი წონაში კლება

წონაში უეცარი კლება, დიეტებისა და სხვა ძალისხმევების გარეშე, დიაბეტის დამახასიათებელი ნიშანია. ორგანიზმის უუნარობის გამო, რომ შეითვისოს საჭირო რაოდენობის შაქარი, პაციენტი საოცრად მალე კარგავს წონას.

3. გადაჭარბებული შიმშილი

თუ შეამჩნიეთ, რომ შიმშილის გრძნობა სულ გაწუხებთ, ეს დიაბეტის სიმპტომი შეიძლება იყოს. დიაბეტიანი, ორგანიზმი საკვებს საჭირო ენერგიად ვეღარ გარდაქმნის, ამიტომ მუდმივად შიმშილის გრძნობა ჩნდება.

4. კანის ინფექცია

როდესაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარია, მისი შესაძლებლობა ინფექციების ბრძოლასთან მკვეთრად შესუსტებულია. დიაბეტიანი ქალებისთვის განსაკუთრებით რთულდება ვაგინალურ და საშარდე ბუშტის ინფექციებთან ბრძოლა.

5. მგრძნობელობის შესუსტება

ორგანიზმში დიდი რაოდენობით შაქარი აზიანებს ნერვებს, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას ან ხელებისა და ფეხების ხშირ დაბრუჟებას.

6. ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია)

ერექციული დისფუნქცია დიაბეტიანი მამაკაცების 35-75% -ი პრობლემაა. თუ 50 წელს გადაცილებული ხართ და სექსუალური დისფუნქცია გაქვთ, ეს შეიძლება დიაბეტის სიმპტომი იყოს.

7. დაღლილობა

დაღლილობა ყველაზე ცნობილი დიაბეტის სიმპტომია. თუ ორგანიზმში ინსულინის გადაჭარბებული ოდენობაა ან აღინიშნება მისი ნაკლებობა, მაშინ სხეულის უჯრედებს აღარ მიეწოდება საჭირო ენერგია, რაც იწვევს დარლილობისა და გამოფიტულობის შეგრძნებას.

8. გამუდმებული წყურვილი

გამუდმებული მშრალი პირი და წყურვილის შეგრძნება ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი სიმპტომია დიაბეტის.

დიაბეტს კიდევ სხვა სიმტომებიც ახასიათებს, მაგრამ ეს სიმპტომები დიაბეტის ყველაზე ძირითადი მახასიათებლებია. მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ სიმპტომების აღმოჩენა არ ნიშნავს, დიაბეტით დაავადებას, იგივე სიმპტომები სხვა დაავადებების დამახასიათებელიცაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42