ბოდბელი ეპისკოპისი მეუფე იაკობი ექსპრემიერ გახარიას უპირისპირდება. როგორც წმინდა სინოდის წევრი აცხადებს, გიორგი გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეში, მმართველმა გუნდმა კი მას ზედმეტი პიარი გაუკეთა. იაკობის შეფასებით, ოპოზიციაში წასული ლიდერი არა კრიზისმენეჯერი, არამედ კრიზისმეიკერია:
"ზედმეტ პატივად მიმაჩნია, გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება, რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი, გიდასტურებთ, ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას.
როგორ გგონიათ, რომ ვუყურებ თქვენს ტელევიზიებს, რომ აპიარებთ ვინ უნდა დაუჭიროს მხარი. 2012 წლამდე ვინც ოცნების ამომრჩეველი იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ ვინ დგას გვერდში.
ან თვითონ რა გაუკეთებია, ლოქდაუნი გინდათ კიდე?! თუ გინდათ სხვასაც შეუძლია მაგ ლოქდაუნების გაკეთება.
მითხარით, რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?! ამათი შეცდომა ის იყო, პიარი უკეთეს, მენეჯერი, მენეჯერი, მენეჯერი... რის მენეჯერს ეძახდნენ?! კრიზისმენეჯერი ხო?! მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი" - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპისი.
მასალის გამოყენების პირობები






