"ევროპული საქართველოს" წევრი ახმედ იმამყულევის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტის შედეგად გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოფელ აზიზქენდის სკოლის ყოფილი დირექტორის მიერ მასწავლებელთან ინტიმური კადრების გადაღებასა და შანტაჟს.
შსს-ს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ზაბილ გაჯიევს სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია გაცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები