ე.წ. ჭოჭინა ძალიან პოპულარულისა საქართველოში, თუმცა ცოტამ თუ იცის , რომ ის ბავშვისთვის არ არის რეკომენდირებული, უფრო მეტიც, სახიფათოა ბავშვის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2004 აწელს შემოიღო სპეციალური კანონი, რომელიც უკრძალავს მშობლებს ჭოჭინის გამოყენებას, მითითებით, რომ ის საშიშია ჩვილთა სიცოცხლისათვის. კანადაში აკრძალულია ასევე ჭოჭინის გაყიდვაც.
დიდი რაოდენობით ტრავმების გამო, ჭოჭინა ასევე აკრძალა ამერიკის პედიატრთა ასოციაციამაც.
მასწავლე, რომ განვვითარდე ვრცლად აღწერს იმ ფაქტორებს, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჭოჭინამ ბავშვს და განმარტავს ხოხვის მნიშვნელობას.
“როცა ბავშვი ხოხავს, მას ჯერ კიდევ არ აქვს სრულად ფორმირებული ხერხემლის ნორმალური ლორდოზი (ბუნებრივი მოხრა, რომელიც ამცირებს ზეწოლას ხერხემალზე და სხეულს მოქნილობას ანიჭებს). ხოხვის დროს კი ბავშვი ავარჯიშებს ზუსტად ამას, ზურგისა და მენჯის სარტყელის კუნთებს, ამზადებს კუნთოვან კორსეტს ვერტიკალური პოზიციისთვის.
მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვის ორგანიზმი მიხვდება, რომ კუნთები მზად არიან ვერტიკალურ მდგომარეობაში მოახდინონ ხერხემლის სტაბილიზირება - ბავშვი იწყებს ადგომას, ჯერ საყრდენის საშუალებით, შემდეგ კი მის გარეშე.
როცა ბავშვი ეყრდნობა საწოლის კიდეებს, კედლებს, სხვა ავეჯს და ისე გადაადგილდება - სხეულისთვის ეს იგივე ხოხვაა. მენჯი მას ისევე აქვს დახრილი, როგორც ხოხვის დროს. მაგრამ
როგორც კი ბავშვი გაუშვებს ხელებს და დადგება დამოუკიდებლად - მენჯი დაიწყებს წინ დახრას და წარმოიქმნება ხერხემლის წელოვანი დახრილობა - ბუნებრივი ლორდოზი. ზუსტად ამისთვის ავარჯიშებდა ბავშვი საკუთარ სხეულს ხოხვით და კიდე-კიდე სიარულით.
ახლა კი ჭოჭინა:
ჭოჭინა - ეს არის:
*ადრეული სიარულის პროვოცირება, როცა კუნთები ჯერ კიდევ მზად არ არიან მენჯისა და ხერხემლის სტაბილიზაციისთვის;
* ჭოჭინათი მოძრაობისას არ მონაწილეობენ ის კუნთები, რომლებიც მონაწილეობენ სიარულისას. ძირითად დატვირთვას იღებს ხერხემალი და მენჯი.
*თუ ჭოჭინის სიმაღლე არ არის რეგულირებული, ბავშვი ეჩვევა სიარულს არა ტერფებით, არამედ ფეხის წვერებით, რაც მავნეა სწორი სიარულის ტექნიკის ფორმირებისათვის;
* დაუშვებელია ჭოჭინის გამოყენება თუ ბავშვმა ჯერ ხოხვა არ იცის!
ცნობილია, რომ ჭოჭინაში დგომისას არასწორად ნაწილდება დატვირთვა ფეხის კუნთებზე და ძვლებზე, რომლებსაც ჯერ საერთოდ არ აქვთ ძალა გაუძლონ ამ სიმძიმეს, რის შედეგადაც ფორმირდება ფეხის O და X-ის მსგავსი ორმაგი დეფორმაცია;
*“ჭოჭინისტები” ეჩვევიან “დაზღვევით” სიარულს, არ აქვთ დაცემის გამოცდილება, ნაკლებად ახერხებენ მოძრაობის კორდინაციის შენარჩუნებას;
*ჭოჭინაში ბავშვი ავითარებს 10კმ.სთ-მდე სიჩქარეს, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი სიჩქარეა მისი ამ ასაკის შესაძლებლობებისთვის. მან არ იცის დამუხრუჭება საჭირო დროს, ამიტომ ხშირია ტრავმების შემთხვევები (ავეჯთან შეჯახება, აუზში ჩავარდნა, კიბიდან გადმოვარდნა);
* ჭოჭინით თავისუფალი მანევრირებით ბავშვი თავისუფლად და სწრაფად მიდის საფრხის შემცვლელ ადგილებისკენ, კიდებს ხელს ცხელ საგნებს, სითხეებს, ბასრ აქსესუარებს;
*ჭოჭინაში ჯდომისას და თან სიარულისას ბავშვი ვერ ხედავს დაბრკოლებებს იატაკზე, ვერ ხედავს მცირე ორმოებს, დაგდებულ სათამაშოებს, ვერ აანალიზებს დროულად საფრთხეებს, ვერ გეგმავს სივრცეში მოძრაობის ტრაექტორიას.
ჯდომა და დგომა ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად. წლამდე არ არის საჭირო სიარულის “სწავლა” და ჩემპიონატის მოწყობა მეზობლებს შორის. აცალეთ ბავშვებს ხოხვა და დამოუკიდებლად მომზადება მათ ცხოვრებაში ვერტიკალური მდგომარეობისთვის. ასეთ სასარგებლო აქტივობას ისინი მხოლოდ ერთხელ გაივლიან ცხოვრებაში. ნუ დააჩქარებთ მათ დროზე ადრე გაზრდას, განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების გამოტოვებით.”
მასალის გამოყენების პირობები






