საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას მომდევნო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველებს ისევ არ ჰქონდათ ცნობები მოწმეთა ვინაობის შესახებ, რაც მათ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ვარაუდობს, რომ პროკურატურას ასეთი დავალება მისცეს და ამიტომ არ ამხელს იმ პირთა ვინაობას, ვის გამოკითხვასაც გეგმავენ:
"გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოკვლევა, სამწუხაროდ, ცოცხალი თავით პროკურატურა არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და არ გვეუბნება რამდენიმე საათით ადრე კონკრეტულად რომელი მტკიცებულების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე, ესაა სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება", - განაცხადა კონდახაშვილმა.
წინა პროცესზე გამოძიებამ თავისი "ოქროს მოწმე", "პოსტივის" ჟურნალისტი ნათია ბერიძე დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ კარგად ესმოდა, როგორ გეგმავდა ნიკა მელია რევოლუციის მოწყობას პარლამენტში შევარდნით, თუმცა მის მიერ გადაღებული უწყვეტი ვიდეოს მიხედვით, ასეთი ფრაზა მელიას მხრიდან არ გაჟღერებულა.
ბერიძესთან ერთად პროკურატურამ რამდენიმე სამართალდამცველი დაკითხა.
მასალის გამოყენების პირობები






