ხორავას ქუჩის საქმე - დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან
სამართალი - 10:39, 10 Jun, 2021     1982

მიხეილ კალანდიას, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური მკვლელობისთვის არის მსჯავრდებული, კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან. კალანდიას გამოძება იმ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, რისთვისაც გაასამართლეს.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რადგან არ შეიძლება პირს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენო ბრალი, რომლის ჩადენის გამოც არის მსჯავრდებული:

„2021 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. გაბრიჩიძე იწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 370-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ამ შინაარსის საქმის არსებობა ქვეყნის სასამართლოში პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არის იმის, თუ როგორ განახორციელა საქართველოს სახელმწიფომ, კერძოდ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც მიხეილ კალანდიას მიმართ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი, სანაცვლოდ კი მიიღო დროებითი პოლიტიკური მშვიდობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტის სახით. სამართლებრივად კი უდავოა, რომ ადგილი აქვს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებას, რამეთუ სახეზეა უპრეცედენტო ფაქტობრივ გარემოება, მოცემულობა - მიხეილ კალანდიას ერთდროულად ედავებიან უმძიმესი დანაშაულის - მკვლელობის ჩადენას და პარალელურად ცდილობენ დააყენონ განაჩენი ამ მკვლელობის შესახებ დანაშაულის მატარებელი ინფორმაციის დაფარვაში, ანუ ედავებიან - შენ რომ მკვლელობა ჩაიდინე, ის რატომ დაფარე და თავის დროზე არ განაცხადეო. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის განუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თოდუამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42