ამ განცხადებიდან 3 დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით მოკვლის მუქარის განცხადებები გაისმა. ქვეყნის უშიშროების სამსახური ამ ფაქტს იმდენად სერიოზულად მოეკიდა, რომ სპეციალური ჯგუფიც კი შექმნა, რომელიც პოტენციური ტერორისტების გამოვლენით იქნება დაკავებული.
პოსტსაბჭოთა სამყაროში პორტალ "Прайм Крайм"-ის ცნობით, 428 აქტიური კანონიერი ქურდია. მათგან ნახევარზე მეტი საქართველოდანაა, შემდეგ რაოდენობრივად რუსები მოდიან.
თავის დროზე, 2000 წლისთვის, საქართველოში ქურდული სამყარო მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ხელისუფლებასთან. ამ პრობლემის მოგვარება სააკაშვილმა 2003 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც მიიღო კანონი "ორგანიზებული დანაშაულის" შესახებ. ამ კანონმა საშუალება მისცა ხელისუფლებას სამართლებრივ ჩარჩოებში კრინიმალური სამყაროს ელიტური ნაწილი - "კანონიერი ქურდები" მოექცია, რომნლებიც პირადად დანაშაულს არ ჩადიოდნენ და სხვისი ხელებით მოქმედებდნენ. დოკუმენტმა დააკანონა ისეთ სიტყვები როგორიცაა "ქურდული თავყრილობა", "გარჩევა" "ქურდული საზოგადოება", "კანონიერი ქურდი". ამ ტერმინებთან ნებისმიერი სახის კავშირების გამო ადამიანი მკაცრად ისჯებოდა. მოხდა კრიმინალური ავტორიტეტების ქონების კონფისკაცია. შედეგად "კანონიერი ქურდების" ნაწილი ციხეში მოხვდა, უმეტესობა კი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთს, უკრაინას და ევროპას შეაფარა თავი.
2019 წელს პუტინმა საქართველოს მაგალითი გადმოიღო და შემოიღო ანალოგიური კანონი, რომელსაც ქვეყანაში "ანტიქურდულ კანონს" ეძახიან. ამ კანონის ამოქმედებამ რუსეთში მოკალათებული "ავტორიტეტები" აიძულა გაქცეულიყვნენ და უახლოესი თავშესაფარი, რომელიც მათ იპოვნეს - უკრაინაა. დღემდე ისნი აქ თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობდნენ.
უკრაინელი სამართალდამცავების ცნობით, ქვეყანაში რამდენიმე ქურდული კლანი მოქმედებს. მათგან ყველაზე გავლენბიანი ე.წ. "დნეპრის კლანია", რომელსაც "კანონიერი ქურდი" უმკა (სერგეი ოლეინიკი" ხელმძღვანელობს. ის "ქურდად" 2014 წელს პეტერბურგში "აკურთხეს", თუმცა, გზები, რომლითაც მან კრიმინალური სამყაროს მწვერვალს მიაღწია, ბევრისთვის საკამათოა. ამბობენ რომ მან "ტიტული" იყიდა.
კიდევ ერთ გავლენიან კლანს ქართველი ქურდი "პრინცი" (პაატა ჩხარტიშვილი) ხელმძღვანელობს. ისიც რუსეთში "აკურთეს", მაგრამ საქართველოში ზემოთ აღნიშნული მოვლენების განვითარების შემდეგ ის უკრაინაში გადაბარგდა. 2004 წელს ჩხარტიშვილმა ნიკოლაევბში ადგილობრივი ქურდები შემოიკრიბა და გავლებნის სფეროები გააფართოვა.
კიდევ ერთ კლანს ანდრეი "ლვოვსკი" (ნედზელსკი) ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი ავტორიტეტი 2019 წელს შეიტრყა, როდესაც ის მეგობრის ქორწილში გალახეს და არაქურდად დატოვეს. ეს, მოარული ხმებს თუ დავუჯერებთ დათო ოზმანოვმა (კრასნოდარსკი) და ნოდარ ალოიანმა (ნოდარ რუსტავსკი) გააკეთეს, რომლებიც შაქრო კალაშოვის კლანის წარმომადგენლები არიან.
უკრაინელი სამართალდამცავების თქმით თითოეული ქურდი პირამიდას ქმნის, რომელთანაც მრძოლას ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. "ქართული მეთოდით" აპირებს. გარდა თავად "ავტორიტეტებისა", დაისჯებიან ისინიც, ვინც ქურდების სამსახურით სარგებლობდნენ.
14 მაისს გამოცხადებულ "სანქცირებულთა სიაში" მოხვედრილი 700-მდე ადამიანიდან 557 "კანონიერი ქურდია", და მათგან მხოლოდ 15-ია უკრაინის მოქალაქე. პრეზიდენტის ბრძანებით, ყველა უცხოელ "კრიმინალურ ავტორიტეტს" აეკრძალა ქვეყანაშ შემოსვლა და გაუუქმდათ ვოიზები, ხოლო მათ ვინც უკრაინაშია, ურჩიეს, რომ მალე დატოვოს ის, ან ძალათ უპირებენ გაყვანას.
უკვე 17 მაისს ზელენსკის მისამართით მოკვლის მუქარები გაისმა. წერილები მედიაშიც კი გამოქვეყნდა. ამის შემდეგ გაძლკიერდა პრეზიდენტის დაცვა, ხოლო სამართალდამცავებმა ზომების მიღება დაიწყეს - მტელს ქვეყანაში "მსხვილი ფიგურების" დაპატიმრებები დაიწყო. დააკავეს "კანონიერი ქურდები" ლაშა სვანი, "უმკა" და არმენ ხაჩატრრიანი. 26 მაისს სამართალდამცავებმა ათეულობით ადამიანს დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია, რომელტა უმრავლესობაც ქართველი და სომეხი ეროვნების "კანონიერი ქურდი" და მათთან დაახლოებული პირი იყო.
სავარაუდოდ, უკრაინაში მცხოვრები "კანონიერი ქურდებისთვის" სამოთხე დასრულდა. პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ მათ ომი გამოუცხადეს, თუმცა, დარჩა ერთადერთი, მაგრამ ძალიან რთული ამოცანა - წესრიგის დამყარებვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომელთაც პირდაპირი მნიშვნელობით, კანონიერი ქურდები მართავენ.
მასალის გამოყენების პირობები