საპარლამენტო ტრიბუნიდან ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მმართველ გუნდს მიმართა და უთხრა, რომ ეს პარლამენტი ქართულ საზოგადოებას სულს უხუთავს, ზუსტად ისე, როგორც მას უხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მოიხსნა. მელიას თქმით, ოცნება ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც გუშინდელ მეგობრებს დღეს ღალატობს და ლანძღავს:
"როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მოვიხსენი, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს სულს ეს პარლამენტი. ამიტომ, არჩევანი არის მარტივი. ეს ადამიანები საუბრობენ ამნისტიაზე, თითქოს გადააქვთ აქცენტი, რის გამო დაიწყო ის ანტისაოკუპაციო აქციები, აი აქ, სადაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსი გავრილოვი დააყენეთ და ხალხი აღშფოთდა სპონტანურად, ახლა ამის მივიწყებას ცდილობთ და რაღაც დეტალებზე საუბრობთ. ხვალაც იგივეს გააკეთებთ? იგივენაირად მოვიქცევით, სანამ პირში სული გვიდგას, აუცილებლად იყავით დარწმუნებულები, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გეღირსებათ. ძალიან ცუდად გამოიყურებით, როდესაც გუშინდელ მეგობრებს ღალატობთ და ლანძღავთ" - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






