ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ამბობს, რომ მან ჩვენებაში დეტალურად მოყვა ნინოწმინდაში არსებული იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც თავად შეესწრო.
როგორც ლუკა ხაჩიძე ყვება ჟურნალისტებთან უშუალოდ შემსწრე იყო მასწავლებლების მხრიდან ძალადობაზე და საკუთარი თვალით ნახა "რომ მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი და მერე ეს მიიჩქმალა, იმიტომ რომ ეს არც ზედამხედველს გაუგია".
"ვთხოვე, მეუფესთვის შეეტყობინებინათ, რომ მივდიოდი ჩვენების მისაცემად, მაგრამ რა დეტალებზე, მე იქ არ მისაუბრია. დეტალურად მოვუყევი ჩვენებაში ავსახე ყველაფერი, უშუალოდ ჩემ მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ იყო და ამის გამო რითი გვაშინებდნენ. მე მერე ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან.
მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი. უშუალოდ შემსწრე ვიყავი, რომ მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი და მერე ეს მიიჩქმალა, იმიტომ რომ ეს არც ზედამხედველს გაუგია", - თქვა ლუკა ხაჩიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 9 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ
მასალის გამოყენების პირობები






