„იდენტობა“ იუსტიციის მინისტრს ფამილარობასა და არაკორექტულობაში ამხელს
საზოგადოება - 16:11, 17 Dec, 2013     1987

ორგანიზაცია „იდენტობა“ საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს და იუსტიციის მინისტრს ფამილარულ და არაკორექტულ ქცევაში ამხელს, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა „იდენტობის“ ხელმძღვანელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„იდენტობა“ მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი პერსონალურად იმახსოვრებს და აგროვებს ყველა კრიტიკულ მოსაზრებას, რომელიც რომელიმე პიროვნების მიერ გამოითქმება და ოფიციალურ შეხვედრებზე, სხდომის წაყვანის უფლებამოსილებას პერსონალური თავდასხმებისათვის იყენებს:

„სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის სამინისტრო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს განიხილავს.

“იდენტობის” წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან იუსტიციის მინისტრმა განმეორებით არაკორექტულად “იხუმრა” იდენტობას წარმომადგენლის მისამართით.

აღსანიშნავია, რომ მინისტრი პერსონალურად მიმართავდა თითოეულ გამომსვლელს და ხშირად მის მიერ ისეთ საკითხებს ესმებოდა ხაზი, რომელიც შეხვედრის მიზანთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული.

მაგალითად, პირველად იუსტიციის მინისტრმა ირაკლი ვაჭარაძეს ცინიკურად მიულოცა, რომ კანონპროექტი მას ფეისბუქზე მთავრობის წევრების გაკრიტიკებას არ აუკრძალავს.

მეორედ, მან ასევე პერსონალურად მიმართა:

“ირაკლი, თქვენი დრო ამოიწურა. შეგიძლიათ „ფეისბუქზე“ გააგრძელოთ წერა.”

აღსანიშნავია, რომ მანამდე, “იდენტობის” წარმომადგენელმა მხოლოდ მოკლე მხარდამჭერი კომენტარი გააკეთა კანონპროექტთან მიმართებით, ხოლო მეორედ, როგორც აღინიშნა, საუბრის შესაძლებლობა არც მისცემია.

აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა როდესაც იუსტიციის მინისტრი უხერხულ და არაკორექტულ ენას იყენებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის პერსონალურად იმახსოვრებს და აგროვებს ყველა კრიტიკულ მოსაზრებას, რომელიც რომელიმე პიროვნების მიერ გამოითქმება და ოფიციალურ შეხვედრებზე, სხდომის წაყვანის უფლებამოსილებას პერსონალური თავდასხმებისათვის იყენებს.

იუსტიციის მინისტრი 2013 წლის ზაფხულში, კანონპროექტის ერთ-ერთ პირველ განხილვაზე იგივე მეთოდით “გაუსწორდა” პიროვნებას, რომელმაც სამინისტროს შშმ პირების უფლების მეტად გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

“იდენტობა” მიიჩნევს, რომ მსგავსი, მინისტრის მხრიდან გამოჩენილი ფამილარული და ცინიკური პერსონალური დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მიმართ არაპროფესიონალურია და სცდება კორექტულობის ფარგლებს.

კანონპროექტის განხილვის ფარგლებში შეხვედრის მიზანი არ არის კერძო პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების მინისტრის მხრიდან კომენტირება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიტიკა მის მიმართ იქნებოდა მიმართული, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არც ჰქონია, მინისტრს თმენის ვალდებულების პრინციპი პირად თავდასხმებს უკრძალავს“, - ნათქვამია ორგანიზაცია „იდენტობის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42