ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ მათი დამარცხება ეროვნული ამოცანაა. მელიას თქმით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაერთიანებაა საჭირო, რათა მძიმე სოციალური ფონი აღმოიფხვრას:
"მე მირჩევნია ვესაუბრო საზოგადოებას, რომელთანაც ოპოზიცია ძალიან მალე დაამარცხებს ამ რეჟიმს.
ჩვენი მხრიდან თქვენი დამარცხება არაა ვიწროპარტიული, ესაა ეროვნული ამოცანა ყველა ოპოზიციის.
ჩვენ ისევ გავაერთიანებთ ჩვენ ძალებს! ჩვენ ისევ უჩვენებთ ჩვენ მილიონზე მეტ გაუტეხელ და გულანთებულ ამომრჩეველს, რომ ქვეყანა არაა ერთი კაცის, არამედ მათია!
მეგობრებო, მინდა მივმართო სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებმაც არ იციან როგორ გამოკვებონ შვილები, კომპიუტერისა და ინტერნეტის არ ქონია გამო რომ შვილებს განათლებას ვერ აძლევენ, შეგვიძლია კეთილდღეობა მოვუტანოთ ქვეყანას და ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ეს უნდა შედგეს უახლოეს კვირებში, რადგან ოქტომბერში ოცნება მართვის სადავეებთან არ იყოს" - აღნიშნა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






