ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევებს მიმართა და აღნიშნა, რომ ერთმანეთთან საუბრისას ისინიც აღიარებენ ფაქტს იმის შესახებ, რომ საქართველო მიტაცებული სახელმიწფოა, ისინი კი ოლიგარქის უსიტყვო მორჩილებაში არიან:
"აქ ჩემს ხელმარცხნივაც ბევრნი ხართ, ვინც აცნობიერებთ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა და თუკი საჯაროდ დაყენებული ცინიკური ღიმილით გირჩევნიათ ხოლმე პასუხების გაცემა, სინამდვილეში გულწრფელ საუბარში ერთმანეთთანაც აღიარებთ იმას, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ იცის - საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა!
ყველაფერი - მისი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები, პოლიცია, პროკურატურა - დღეს ამ მიტაცების ინსტრუმენტებია და არა სახელმწიფოს მოქმედი და ლეგიტიმური ინსტიტუტები!
როცა გისმენთ არ მჯერა, როგორ შეიძლება იყო ასეთ უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქის. თქვენ ხართ დასახსნელი აქედან. თუ გაბედავთ და განსხვავებულ პოზიციას დაადიქსირებთ ბიძანს პოლიტიკური პოლიცია თქვენც დაგიპირისპირდებათ" - მიმართა მელიამ ოცნების დეპუტატებს.
მასალის გამოყენების პირობები






