ბათუმში სუპერმარკეტ "ფარფურის" გადაწვის მცდელობაში მაღაზიის მეპატრონე ოცნების აქტივისტ გოჩა ბარამიძისა და ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, აღნიშნული პიროვნებები საკუთრების განადგურებით ემუქრებოდნენ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ეს მისი კუთვნილი ობიექტის განადგურების მესამე მცდელობაა, თუმცა, პოლიციის მხრიდან დანაშაულის აღკვეთის მცდელობა არ ყოფილა:
"მურმან ჯინჭარაძეს აქვს ძალიან დიდი დავალიანება ჩვენი კომპანიის, ამ ადამიანს მხარს უმშვენებს ვინმე ბარამიძე, რომელიც არის ყოფილი პოლიციელი და "ქართული ოცნების" აქტივისტი. პირადად გვემუქრება და გვეუბნება, რომ თუ მურმანს ფულს მოსთხოვთო და არ გაჩერდებითო, კარგი დღე არ დაგადგებათო",- აცხადებს "ფარფურის" მეპატრონე,
ბიზნესმენ ჯინჭარაძის ადვოკატი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდართან არანაირ კავშირში არ არის:
"ასე უსაფუძვლოდ, არანაირი მტკიცებულების გარეშე ხელი დაადო ადამიანს და ბრალი დასდო, გამოძიება დაადგენს ფაქტებს, ვის რა ბრალეულობა აქვს, შესაბამისად ჩვენ გამოვიყენებთ მონიჭებულ უფლებამოსილებას და ცრუ დასმენაზე მოვითხოვთ, რომ პასუხისგებაში მიეცეს შესაბამისი პირი", - აღნიშნავს ზაზა პაპიძე.
ჯინჭარაძე ბათუმელი მოჭიდავეების დაკავებასთან არის კავშირში, ხოლო ბარამიძე ენმ-ს ოფისზე თავდასხმის დროს არის იდენტიფიცირებული.
შსს-ს ინფორმაციით, "ფარფურის" ქსელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები