გადაყრილი ბიტკოინები, გაყიდული ტერიტორიები და სხვა შეცდომები, რომელიც მათ ჩამდენებს ძვირი დაუჯდათ
ეს საინტერესოა - 17:21, 09 Jun, 2021     1607
ყველა ადამიანი უშვებს შეცდომებს, მაგრამ მსოფლიო ისტორიამ იცის შემთხვევები, რომელიც მის ჩამდენს ძვირი დაუჯდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Google-ის ყიდვაზე უარი

1999 წელს, იმ დროს პოპულარული საძიებო სისტემის excite.com-ის მფლობელს შესთავაზეს, რომ Google-ი 1 მილიონ დოლარად შეეძინა. მან უარი თქვა... დღეს google-ი 280 მილიარდი დოლარი ღირს.

ახალი მატარებელი SNCF

ხუთი წლის წინ საფრანგეთის მთავრობამ, სარკინიგზო ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია SNCF-ს 2 000 ახალი მატარებელი შეუკვეთა. შეკვეთის შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ფირმას არასწორი ზომები მიაწოდა და ვაგონები სასურველზე უფრო განიერი იყო. შეცდომის ფასი - 68,4 მილიონი დოლარი.

ალასკის გაყიდვა

1867 წელს რუსეთმა ამერიკას მისი აზრით, "უსარგებლო ტერიტორია" - ალასკა $7,2 დოლარად მიყიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ალიასკაზე ნავთობი აღმოაჩინეს. რა ფასი დაუჯდა ეს შეცდომა რუსეთს, ძნელი მისახვედრი არ არის.

სასვენი ნიშანი, რომლის დასმაც დაავიწყდათ

ესპანეთის ფლოტმა გემთმშენებლებს წყალქვეშა ნავის დამზადება შეუკვეთა. ხელისუფლება გეგმავდა, რომ მისი წონა 7,7 ტონა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ინჟინერს შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენისას მძიმის დასმა დაავიწყდა და.. ხომალდი 77 ტონის გამოვიდა. ზარალი - 11 მილიონი დოლარი.

გადაყრილი ბიტკოინები

2009 წელს ჯეიმს ჰაუელმა იაფად 7500 ბიტკოინი შეიძინა. სამწუხაროდ, მან მყარი დისკი, რომელზეც ე.წ. ბიტკოინსაფულე იყო ჩაწერილი გადააგდო. პირველად მან თავისი შეცდომის შესახებ 2013 წელს ინანა - მის მფლობელობაში არსებული კრიპტოვალუტის ფასი 3,5 დოლარი იყო. აი, 2020 წლის ბოლოს კი მას 70 მილიონი დოლარით შეეძლო გამდიდრებულიყო.

Apple-ის აქციების გაყიდვა

რონალდ უეინმა, რომელმაც სტივ ვოზნიაკსა და სტივ ჯობსთან ერთად დაარსა კომპანია Apple-ი, დაკარგა ამ საქმის რწმენა და თავისი წილი - აქციების 10%-ი 800 დოლარად გაყიდა. უეინის ზარალი კოლოსალურია, თუმცა, ის დღემდე ჯიუტად აცახდებს, რომ თავის საქციელს არ ნანობს.

გადაგდებული ლატარიის ბილეთი

2010 წელს ინგლისელმა ქალბატონმა ლატარიაში 183 მილიონი დოლარი მოიგო. თავად მიხვდებით, რა რეაქცია ექნებოდა მას, როდესაც გაიგო, რომ გათამაშებამდე ერთი დღით ადრე ბილეთი მისმა მეუღლემ ნაგავში გადააგდო.

დაკარგული კოსმოსური თანამგზავრი

1999 წელს NASA-მ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა. სამწუხაროდ, სააგენტოს თანამშრომლებმა ფრენის მანძილი კილომეტრებში მიუთითეს, არადა დამკვეთ აეროკოსმოსურ კომპანია Lockheed Martin-ს გაანგარიშებები სხვა საზომი სისტემით ჰქონდა გაწერილი. თანამგზავრი კოსმოსში დაიკარგა. ზარალი - 125 მილიონი დოლარი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42