"ევროპული საქართველოს" წევრი ახმედ იმამყულევი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც სოფელ აზიზქენდის სკოლის დირექტორს ინტიმური კადრების გავრცელებასა და შანტაჟში ამხელს. იმამყულევი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს, სასწრაფოდ დაიწყოს საქმეზე გამოძიება:
"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მ/შ ზაბილ გაჯიევის შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან სოფ. აზიზქენდში დირექტორად მუშაობის პერიოდში ამავე სკოლის მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა ფარულად გადაიღო და შემდეგ ეს ვიდეო გაასაჯაროვა. ამის შესახებ ღიად დაწერა ერთ-ერთმა პიროვნებამ თავის ფბ გვერდზე (აზერბაიჯანულად) და ჭორის დონეზე საუბრობს საზოგადოება, რომ ის ამ ვიდეოთი აშანტაჟებდა ქალბატონს (მასწავლებელს)", - წერს ახმედ იმამყულიევი
მასალის გამოყენების პირობები






