საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - საია მოსაზრებებსა და შენიშვნებს აქვეყნებს
პოლიტიკა - 15:22, 09 Jun, 2021     883

საიამ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დასკვნა წარადგინა. ორგანიზაცია მიესალმება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მასში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის დიდი ნაწილის ასახვას. მოხარული ვართ, რომ დოკუმენტში საიას მოსაზრებების ნაწილიც აისახა.

ამავდროულად, საიას კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გააჩნია:

საოლქო კომისიების დაკომპლექტება. საიას ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიაში პროფესიული წევრების ასარჩევად ცესკოს 2/3 უნდა განისაზღვროს. ამის საპირისპიროდ კანონპროექტი პირველი წარუმატებელი კენჭიყრის შემდეს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმის აბსოლუტურ უმრავლესობამდე შემცირებას ითვალისწინებს. რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საოლქო კომისიების კონსენსუსზე დაფუძნებული დაკომპლექტების პრინციპს.

ამომრჩევლის ნების კონტროლი. შემოთავაზებული ცვლილებით, მკაცრდება ამომრჩევლის კონტროლის რეგულაციები და იკრძალება კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება და კენჭისყრის დღეს ამავე დისტანციაზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა. საია მიიჩნევს, რომ ამ აკრძალვებს ეფექტიანობისთვის უნდა დაემატოს ამავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა. საკრებულოების დაკომპლექტების შერეული საარჩევნო სისტემის პარალელური მოდელი ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის განწყობის წარმომადგენლობით ორგანოში სათანადოდ ასახვას და იწვევს არაპროპორციულ წარმომადგენლობას. ამიტომ საიას აზრით, შემოთავაზებული ვარიანტი უნდა შეიცვალოს დამოკიდებული მოდელით. ამ სისტემის შემთხვევაში სხვადასხვა პრინციპით მიღებული შედეგები ერთმანეთზე ახდენს გავლენას და მის პროპორციულობას უზრუნველყოფს.

საარჩევნო დავების გასაჩივრების ვადები. საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ვადები გასაჩივრების ნაწილში მცირეა და უნდა გაიზარდოს.

სავალდებულო გადათვლა. საია მიიჩნევს, რომ საუბნო კომისია ვალდებული უნდა იყოს გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაშიც, როცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება დისბალანსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42