მთავარი პროკურატურა მერაბიშვილის განცხადებას „სრულიად აბსურდულს“ უწოდებს
სამართალი - 15:47, 17 Dec, 2013     2648

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განცხადებები „სრულიად აბსურდული და რეალობასთან შეუსაბამოა“:

“ივანე მერაბიშვილის მიერ ქუთაისში სასამართლო პროცესზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განმარტავს: ი.მერაბიშვილის განცხადება არის სრულიად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას.

მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ პირზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და ხაზს უსვამს – მას შემდეგ, რაც ი.მერაბიშვილის ბრალდების სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან სხვადასხვა ქმედებები ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის განხორციელებას.

ასეთ ქმედებას ადგილი ჰქონდა ი.მერაბიშვილის წინა სასამართლო პროცესზეც, რომლის დროსაც ბრალდების მხარის მოწმის რ. სულამანიძის დაკითხვისას, ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზეწოლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება.

ასევე პროცესის შემდგომ ბრალდებულები და დაცვის მხარე რამოდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა რ.სულამანიძეს არ მიუცია სასამართლოზე ვ.მერაბიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში.

ასევე, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულირების ფაქტები სხვადასხვა პირების მხრიდან ყოფილი პრემიერის ზ.ჟვანიას საქმეზე, რასაც მთავარი პროკურატურა უკავშირებს აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებას და ამ საქმესთან დაკავშირებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ და სხვა საქმეებზე ჩაატარებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას და განუხრელად გააგრძელებს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42