იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და გაუცხადა, რომ ისინი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ და ქვეყანას ძირს უთხრიდნენ, მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერაც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების მატარებელია:
"ლოგიკურია, რომ ,,ენმ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან თქვენ არ გსურთ, უარი თქვათ დესტრუქციასა და საბოტაჟზე, რასაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ამის საშუალება არ მოგცეს და გაიძულეს, შემოსულიყავით პარლამენტში. გაიძულეს იმიტომ, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ემსახურება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, რასაც თქვენ უნებლიეთ, თუ განზრახვით აკეთებდით. ამას მე ყველა თქვენგანზე ვერ ვიტყვი. არ მაქვს უფლება, მაგრამ ერთმანეთში მოიკითხეთ, ვინ იყო ამის ინიციატორი, რომ ეს გაგეკეთებინათ და ვინ ეწინააღმდეგებოდით" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






