გუშინდელი პლენარული სხდომა, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია პირველად მივიდა, დროზე ადრე დაასრულეს ისე, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და ფრაქციის "ძალა ერთობაშიას" წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაემ განმარტა, სხდომა დროზე ადრე იმიტომ დაასრულეს, რომ ნაციონალური მორაობის წარმომადგენლების სახტად დარჩენა სურდათ:
"გულწრფელად რომ ვაღიარო, სახტად დარჩენილი ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც იყო ასევე პირადად ჩემი და ჩვენი მიზანი, რომ ეს გაგვეკეთებინა. ეს იყო პროცედურული სვლა. არ მინდა რომ რაღაც ფორმალურ დეტალებზე გავამახვილო ყურადღება იმიტომ რომ მართლაც ეს განზრახ გავაკეთეთ. გუშინ განიხილებოდა თუ დღეს დილიდან ეს საკითხები ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ემზადებოდნენ რაღაც პერფორმანსებისთვის და ეს გავაკეთეთ სპეციალურად", - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






