ფორმულა: 20 ივნისისთვის ოცნების ყრილობა იგეგმება, სადაც კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება მოხდება
პოლიტიკა - 12:22, 09 Jun, 2021     2025

ფორმულას ინფორმაციით, 20 ივნისისთვის ქართული ოცნების პარტიული ყრილობა ჩაინიშნა. ამ ყრილობაზე მოხდება საკადრო ცვლილებები, სადაც ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება კობახიძეს, ასევე ფორმულას ინფორმაციით, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს.

ინფორმაციას უარყოფენ პარტიის ლიდერები.

"არ გამაგიჟოთ, ვინ ატარებს არჩევნების წინ ყრილობას? არჩევნებამდე არავითარი ყრილობა არ იქნება", - ამბობს კობახიძე.

თალაკვაძის განცხადებით კი, კობახიძე პარტიის თავმჯდომარეა და ის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

"არ არის ეს სწორი ინფორმაცია, არც გადარჩევა იგეგმება. ირაკლი კობახიძე გახლავთ პარტიის თავმჯდომარე და ის უხელმძღვანელებს საარჩევნო შტაბს", - თქვა თალაკვაძემ.

ფორმულა ჯერ კიდევ 5 აპრილს ამბობდა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე კობახიძეს ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მოგვიანებით, 21 მაისს ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.

ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42