გახარია ოპოზიციონერი არ არის, ის შიდა კულუარული მოთამაშეა, რომელიც ვერასოდეს წავა ივანიშვილის წინააღმდეგ - ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 10:25, 09 Jun, 2021     1092

"ტრიბუნას" ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა გათვლა, რომ გახარიას ოპოზიციაში გადანაცვლებით, მისი გუნდი რეალური ოპოზიციის ხმებს წაიღებდა, თუმცა ახლა მმართველი გუნდის ხმების წაღების საშიშროება დადგა და ამიტომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდათ. ჭიჭინაძის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ცუდად წაუვა საქმე და ივანიშვილი მარტო განცხადებებით აღარ შემოიფარგლება:

"გახარია ივანიშვილის პროექტია, მაგრამ მისი შეცდომაცაა, აშკარად აიჭრა თამაშში.

შესაბამისად, ივანიშვილის ბოლო განცხადება, გახარიას მოღალატეობის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა გახარიას მაქსიმალური რადიკალიზაციის მცდელობა, ისევ „ოცნების“ გადასარჩენად.

რადგან,

1. „ქართული ოცნების“ თავდაპირველმა გათვლამ, რომ გახარია ოპოზიციის ხმებს წაიღებდა არ გაამართლა და ის პირდაპირ დააჯდა „ოცნების“ ხმებს. საჭირო გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა - გახარიას რეალურ ოპოზიციონერად წარმოჩენა - ოპოზიციურ ხმებზე რომ ინადიროს და არა „ოცნების“ მხარდამჭერებზე.

მაგრამ, გახარია ოპოზიციონერი არ არის, ის შიდა კულუარული მოთამაშეა, რომელიც ვერასოდეს წავა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს ფაქტია.

2. გახარიასთან გადაბარგებული ჩინოვნიკებიც, რომლებიც ასე მთავრობა-მთავრობა დადიოდნენ წლების მანძილზე, არა მგონია გახარიას გამო, ასე არხეინად დათმონ ამდენი ნაშოვნ-ნაწვალები, მითუმეტეს, რომ ყველამ კარგად იცის სუს-ის ჩართულობა ნებისმიერ არჩევნებში.

მოკლედ, ივანიშვილი მიხვდა, რომ გამიჯვნა, ღრუბლებში ყოფნა და მარტო „კობახიძეების“ იმედად დარჩენა პირველ რიგში მას ავნებს.

ასე რომ, თუ „ქართულ ოცნებას“ ცუდად წაუვიდა საქმე და ეს ასეც იქნება, ივანიშვილი მარტო განცხადებებით აღარ შემოიფარგლება და სავარაუდოდ ღიად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.

აბა, ადამიანს, ვინც უკვე ორჯერ წავიდა პოლიტიკიდან, რაში აინტერესებს ვინ ვის რა ხმებს წაართმევს? ან საიდან იცის ვისი იმუნიტეტის მოხსნას ითხოვდა პრემიერი გახარია დახურულ პარტიულ შეხვედრაზე..." - განაცხადა ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42